25 ნოემბერი

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. შენობის მეოთხე სართულზე გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 21.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. სამაშველო-სახანძრო სამსახურების წარმომადგენელთა თავდადებამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 
დაღუპულთა ოჯახებს აჭარის ტელევიზიის საგანგებო ჩართვაში მიუსამძიმრა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
საზარელი ტრაგედიის მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება.