23 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 22 მარტს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფერიდე უსტიაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპარტემენტის ხელმძღვანელი, პირველ რიგში, პროფესიონალიზმისა და საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილების ნიშნით შეარჩიეს.

ფერიდე უსტიაშვილი პროფესიით ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია (1992-1997 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

აქვს 5-წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის სფეროში.

2011 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად, ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტში პროგრამისტად (2003-2005). იყო ბათუმის N2 საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (2000-2003) და საცავის სპეციალისტი ბათუმის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში (1998-1999). იცის ქართული, რუსული და ინგლისური ენები.