საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით მიიღეს

16 ნოემბერი

  16  ნოემბრის    პლენარულ  სხდომაზე, რომელსაც  უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე  დავით გაბაიძე  უძღვებოდა,  დღის  წესრიგს სხდომის  მონაწილე 19  დეპუტატიდან  15-მა  დაუჭირა  მხარი.

  დღის  წესრიგით  გათვალისწინებული საკითხების  განხილვამდე  რამდენიმე განცხადება  გაკეთდა.

 დამოუკიდებელმა  დეპუტატმა  გიორგი  ცინცქილაძემ  უკვე   ჩატარებულ  ადგილობრივ თვითმმართველობის  არჩევნებზე  და  ოპოზიციური  პარტიებისთვის შექმნილ  არათანაბარ პირობებზე  ისაუბრა, რამაც  მისი აზრით  საბოლოო შედეგებზე  გავლენა  იქონია.

  კოლეგის პათოსი  სრულად გაიზიარა  ფრაქცია“ ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა  გია  აბულაძემ. ჩატარებულ  ადგილობრივი  თვითმმართველობის  არჩევნებს სპეცოპერაცია  უწოდა.   მან, ასევე, გააპროტესტა   ბიუჯეტის  განხილვისას  გაერთიანებული  სხდომის  ჩატარების  პრაქტიკა  და  ასევე  დააყენა  საკითხი  ბიუჯეტი  საკანონმდებლო  ორგანოში  დასამტკიცებლად   წარმოადგინოს  არა  დარგის  მინისტრმა, არამედ  აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარემ.   

   ფრაქცია  „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის“  თავმჯდომარემ  ელგუჯა  ბაგრატიონმა  ადგილობრივი არჩევნების  დროს  გაყალბების  დამკვიდრებულ  მეთოდებზე  და   მოსყიდვის  ფაქტებზე  ისაუბრა.ყურადღება  გაამახვილა  ბოლო  დროს  მომხდარ  კრინიმალურ  ფაქტებზე,რაც,მისი  აზრით, რეაგირების  გარეშეა.

  ვლადიმერ  მგალობლიშვილის  განცხადებით,  ოპოზიციის  პრეტენზიები  სრულიად  უსაფუძვლოა  და   მათი  შეფასებები  სუბიექტურია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა  ჩატარებული  არჩევნები  დემოკრატიულად  და  სამართლიანად  შეაფასეს.

  საარჩევნო  თემას  შეეხო  ფრაქცია  „ქართული  ოცნების“  თავმჯდომარე  ირაკლი  ჭეიშვილი . მან  კატეგორიულად  უარყო  მისი  ძალისმიერი და უხეში ჩარევა  საარჩევნო  პროცესებში, რაშიც  ოპოზიციამ  მას  ბრალი  დასდო.

   დავით  გაბაიძემ  სხდომის მონაწილეებს  გააცნო  გრიგოლ რობაქიძის  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  ჯგუფი, რომლებიც  პლენარულ  სხდომას  ესწრებოდნენ.

  დღის  წესრიგით  გათვალისწინებული  პირველი  საკითხი - აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის  პროექტი „აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტში  ცვლილების  შეტანის შესახებ“   მეორე მოსმენით  წარმოადგინა  საკონსტიტუციო,იურიდიულ  და  საპროცედურო  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ  ნინო  ჩხეტიამ.

  პუნქტობრივად  განხილვის დროს    მოსაზრება  გამოთქვეს:   პეტრე  ზამბახიძემ, ვლადიმერ  მგალობლიშვილმა,  გიორგი  აბულაძემ  და  გიორგი  ცინცქილაძემ. მათ  ზოგიერთი  პუნქტის   დაზუსტება   მოითხოვეს.,  რაც  სხდომის თავმჯდომარემ  ნაწილობრივ გაიზიარა  და  საკითხი  კენჭისყრაზე  დააყენა. რეგლამენტში   ცვლილებას  მეორე მოსმენით  მხარი  15-მა  დეპუტატმა  დაუჭირა,  2  წინააღმდეგი იყო.

  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს დადგენილების  პროექტი „აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის   უმაღლესი  საბჭოს  აპარატში  ანაზღაურებადი  სტაჟირების  გავლის  შესახებ“  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  2014  წლის  18  სექტემბრის  # 112  დადგენილების  ძალადაკარგულად  გამოცხადების  თაობაზე“  წარმოადგინა  უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ  დავით გაბაიძემ.

  სხდომის  წაყვანა  ვიცე-სპიკერს  მერაბ  კარანაძეს  დაევალა.    

   გიორგი  აბულაძის  განცხადებით,სტაჟირებასთან  დაკავშირებით, კვალიფიციური  კადრების   მომზადების  და  საჯარო  სამსახურში  მოზიდვის    წასახალისებლად  კარგია  თუ  მოხდება  სტაჟიორთა  ანაზღაურება  და    აჭარაში  ამ  მიმართებით  შემუშავდეს  ინიციატივა,რაც  ამ საკითხს  დაარეგულირებს  და  შესაბამისობაში  მოვა მოქმედ კანონთან.

აღნიშნულ  მოსაზრებას  მხარი  დაუჭირეს  დავით  გაბაიძემ  და  პეტრე  ზამბახიძემ.

    კენჭისყრის  შემდეგ წარმოდგენილი  დადგენილების  პროექტს     სხდომის მონაწილე  19-ვე  დეპუტატმა  მხარი  დაუჭირა.

  პლენარულ  სხდომაზე  ანგარიშით  წარსდგნენ  უმაღლესი  საბჭოს  აგრარულ  და  გარემოს  დაცვის  საკითხთა ,ადამიანის  უფლებათა  დაცვის  საკითხთა  და  საკონსტიტუციო,იურიდიულ  და  საპროცედურო  საკითხთა  კომისიების  თავმჯდომარეები  ვახტანგ წულაძე,  ცოტნე  ანანიძე  და  ნინო  ჩხეტია.

   კომისიების  ხელმძღვანელებმა  უპასუხეს  დეპუტატების შეკითხვებს, რის  შემდეგაც  წარმოდგენილი  ანგარიშები   კანონმდებლებმა  ცნობად  მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი