პარლამენტში უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილეს

15 ნოემბერი

    

    15 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.   იგი  უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ  წარადგინა.         „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტებს  კანონმდებლებმა  მეორე მოსენით პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.  კერძოდ," გრანტების  შესახებ"  საქართველოს  კანონში  ცვლილებას მხარი  78-მა  დეპუტატმა  დაუჭირა, საბიუჯეტო კოდექსში  შესატან  ცვლილებას - 79-მა  დეპუტატმა,  ინიციატივის  წინააღმდეგ არცერთ  კანონმდებელს  ხმა  არ მიუცია.