საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის მწერალთა სახლში ესწრებოდნენ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები :აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლადო მგალობლიშვილი, დავით თედორაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებას უძღვებოდა და , სხვა მონაწილეებთან ერთად, 1937 წელს რეპრესირებული მწერლები მოიგონა დავით თედორაძემ. წაიკითხეს რეპრესირებული პოეტების ლექსები. წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო მასალა, უჩვენეს დოკუმენტური ფილმები.
ღვაწლმოსილ მწერლებს , კავშირის იუბილესთან დაკავშირებით, გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები .
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.