14 ნოემბერი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის 14 ნოემბრის მორიგი გასვლითი სხდომა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელვაჩაურის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

     2017 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის სოციალური ჭრის შედეგად ხე-ტყით დაკმაყოფილების შესახებ  მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯემალ ნაკაშიძე წარსდგა. მანვე წარმოადგინა სამმართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც სხდომის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და რიგ საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

       კომისიის წევრებმა ორივე საკითხი ცნობად მიიღეს.

       სხდომას ესწრებოდნენ  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები.