14 ნოემბერი

             2017 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 253 წარჩინებული მოსწავლე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულმა მერებმა საზეიმო ვითარებაში კომპიუტერებით დააჯილდოეს.

         უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, ასეთი ღონისძიებები დამატებითი სტიმულია მომავალი თაობისთვის  და სასიხარულოა, რომ წარჩინებულთა შორის ყველაზე მეტი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეები არიან.

         ახალგაზრდებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა. მისი განცხადებით, ქვეყნის ნათელი მომავალი წარმატებული ახალგაზრდების ხელშია.

             დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.