13 ნოემბერი

   უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, 13 ნოემბერს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“ გაიმართა.

   აღნიშნულ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, დეპუტატები ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე დაესწრნენ.

   უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2017 წელს ციტრუსოვანთა ნაყოფის დამზადებისა და რეალიზაციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ მიაწოდა.

       მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

    სხდომაზე დღის წესრიგის მეორე საკითხად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დეტალურად  განიხილეს. ავთანდილ მესხიძემ, პროექტის წარდგენის პარალელურად, უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს.

       კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხიც ცნობად მიიღო.