26 მარტი

მიმდინარე წლის 26 მარტს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ .მათვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,განთლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, აჭარის ა.რ. განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ფორუმის „რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი“ მონაწილეებს შეხვდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის განვითარებაში და ასევე კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების მიერ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში აქტიურად ჩართვა ხოლო თავის მხვრივ კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.

ვლადიმერ მგალობლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კანონპროექტების შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდებს სხვადსხვა ინიციატივების განხორციელებისკენ მოუწოდა . საკონსტუტიციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობაზე, უცხოურ გამოცდილებაზე და დასავლური განათლების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს კომპეტენციის ფარგლებში, როგორც უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარემ, ასევე დეპუტატებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. ასევე მოისმინეს სტუდენტების ინიციატივები და მოსაზრებები რეგიონის განვითარების შესახებ სხვადასხვა მიმართულებით.