საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

''შემოდგომა ქედაში'' - 2017

11 ნოემბერი

 

  11    ნოემბერს   აჭარის   უმაღლესი   საბჭოს  თავმჯდომარე   დავით   გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები:  მერაბ  კარანაძე,  ვლადიმერ  მგალობლიშვილი, გიორგი  მანველიძე, რეგიონის  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო  ზეიმს  "შემოდგომა ქედაში - 2017"-ს  დაესწრნენ.

  დაბა  ქედის   ცენტრალურ  პარკში,  ადმინისტრაციული  ერთეულების  მიხედვით,  წარმოდგენილი  იყო  ეთნოგრაფიული,   ფოლკლორული  ნამუშევრები და ტრადიციული   კერძები, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

  სახალხო  ზეიმს  საფუძველი  1994 წელს  ჩაეყარა  და  ამ  დღეს,  ტრადიციულად , წარმოაჩენენ  მიღწევებს  სოფლის მეურნეობის   სხვადასხვა  დარგში, კულტურის   და  სპორტის  სფეროებში  მოპოვებულ  წარმატებებს. ზეიმის  კულმინაციაა  საპატიო ქედელების დასახელება. წელს  ეს  პატივი  ხვდათ: ქედის საჯარო სკოლის  უხუცეს  პედაგოგს  მარი კვაჭაძეს,  ქედის  მუნიციპალიტეტის  ყოფილ ხელმძღვანელს  მიხეილ  მახარაძეს  და  ზესოფლის  წმიდა  სერაფიმ  საროველის  სახელობის  ეკლესიის  მშენებლობის შემწირველს   გრიგოლ-ენრიკო  ბერიძეს, ექიმ ანზორ მანველიძეს და პროფესორ ნოდარ ბასილაძეს.

  დავით  გაბაიძემ  ქედელებს მიულოცა  სახალხო  ზეიმი ,   წარმატება  და  მიღწევები  უსურვა  რეგიონის  გაძლიერებისათვის.