უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის "თანას" აღსაზრდელების და აღმზრდელების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - "შემოდგომის დღესასწაულს" დაესწრნენ. დეპუტატებთან ერთად ზეიმზე მიწვეული იყვნენ სოროპტიმისტ ქალთა კლუბის წევრები და ხალხური ხელოვნების სკოლა-სასწავლებლის წარმომადგენლები.
"თანას" აღსაზრდელებმა თავიანთი ნამუშევრები და შემოქმედება წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი სტუმრებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.