ადვოკატებს - მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს ვულოცავ პროფესიულ დღეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პროფესია მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ყოფილი ადვოკატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის.
ადვოკატს კონსტიტუცია იცავს და მისი საქმიანობაც ადამიანთა უფლებების დაცვას და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება.
კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად ზრდის ადვოკატთა პროფესიულ გარანტიებს და დამოუკიდებლობას!
წარმატებებს გისურვებთ!