8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, მეორე მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.
კომიტეტს საკანომდებლო ინიციატივა მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა.