საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

გარდაიცვალა ალექსანდრე ფაღავა

07 ნოემბერი

     

             

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები  და აპარატი თანაუგრძნობენ  ოჯახს ალექსანდრე (ალეკო) ფაღავას გარდაცვალების გამო.     

     ალექსანდრე  ფაღავა  წლების მანძილზე, სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

     1991 წელს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1993 წელს იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1994 წელს აირჩიეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.

     1995-99 წლებში აირჩიეს საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის  დეპუტატად, სადაც იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი; ფრაქცია "მამულის" წევრი; ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი.