საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

  წიგნის პრეზენტაცია  მწერალთა სახლში  

04 ნოემბერი

      4 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით თედორაძე, პოეტ ვახტანგ აბულაძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.

         ლექსების კრებულში  „სულის კიდობანი“, რომელიც  ვახტანგ აბულაძის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოიცა,  300-მდე ლექსია შესული.

     აჭარის მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციას, რომელიც პოეტის მეუღლის-ირინარქი კვირკველიას ორგანიზებით გაიმართა, მწერლები, ვახტანგ აბულაძის ნათესავები და მეგობრები  ესწრებოდნენ.