30 ოქტომბერი

           

            30 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში სახალხო  დღესასწაული  მესამედ აღინიშნა. ადგილობრივებს „ჩაისუბნობა“ მიულოცეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა  - ფატი ხალვაშმა და კობა ნაკაიძემ, რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.

           აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა, რიგი პროექტების განხორციელების პარალელურად,  სკოლის სპორტული და სააქტო დარბაზების რეაბილიტაცია  დააანონსეს.

            ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ღონისძიებაზე ხეობის მკვიდრთა ნახატების გამოფენა, ფოლკლორული და ვოკალური-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და ნუგბარი.