თურქეთის რესპუბლიკა 94 წლისაა

29 ოქტომბერი

                                 

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  სასტუმრო „ეიფორიაში“ თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

          ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ვლადიმერ მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, ბათუმის თვითმმართველობისა და  ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები.

           საზეიმო მიღებაზე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში იასინ თემიზქანმა თურქეთ-საქართველოს მეგობრობის, საქმიანი ურთიერთობების, რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორ ქვეყანასა და მის ცალკეულ რეგიონებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.