19 ოქტომბერი

                       

       აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოსა  და აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ  პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის  საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად,   19  ოქტომბერს,  ბათუმში, ლეონიძის ქ. #15-ში,  სტუდენტთა  საერთო  საცხოვრებლის  მშენებლობის საძირკვლის ჩაყრაში მიიღეს მონაწილეობა.    

    სტუდენტთა საერთო  საცხოვრებლის მშენებლობის  სერტიფიკატზე  დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტმა ინგა შამილიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც მოხდა საძირკველში კაპსულის ჩაშვება.

  მშენებლობის  დაწყების საზეიმო  ცერემონიალს    ბსუ-ს  სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

   200  სტუდენტისთვის  გათვალისწინებული,  თანამედროვე  სტანდარტების  შესაბამისი,  სამსართულიანი საერთო  საცხოვრებლის მშენებლობისთვის   უნივერსიტეტის  ბიუჯეტიდან   2  მილიონ 359  ათასი  ლარი  გამოიყო  და  მისი  დასრულება  2018  წლის  ზაფხულისთვის  იგეგმება.

     სამომავლოდ,  აქვე,   მიმდებარე 7 ჰექტარ ტერიტორიაზე,   დაგეგმილია  საუნივერსიტეტო  სპორტული  კომპლექსისა  და კიდევ  ერთი  ახალი სასწავლო  კორპუსის  მშენებლობის  დაწყება.

  

 

Начало формы