14 ოქტომბერი

     14 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები გიორგი რომანაძე, ილია ვერძაძე და ხვიჩა შარაშიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ყურძენი დაკრიფეს.

    ამ ეტაპზე სანერგეში 1 ტონამდე ცოლიკოური, ციცქა და კრახუნას ჯიშის ყურძენი დაიკრიფება, რომელიც დაიწურება და ღვინის სახლში ქვევრში განთავდება.

     რთველის შემდეგ ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის ამოვლების და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები.

    ვაზის სანერგე მეურნეობა ქობულეთში 4 წლის წინ გაშენდა, სადაც სასუფრე-საღვინე ყურძნის 32 ჯიშია განთავსებული.