29 მარტი

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 29 მარტს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის 9 მანქანა გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში, ნუკრი ბეჟანიძე, ილია ნაკაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე და გიორგი მანველიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები - ნადიმ ვარშანიძე და სულხან ევგენიძე.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ახალი მანქანებიდან 5 ქობულეთის, 4 კი ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მოემსახურება.