10 ოქტომბერი

                               

       10 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ხვიჩა შარაშიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გაზსადენის მშენებლობის დაწყებას დაესწრნენ.

     26 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტს, სოფელ სალიბაურიდან ხიჭაურამდე,  შპს „ენერჯი ინვესტი 2009" ახორციელებს. 65 კილომეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობის დასრულება  2019 წლის მარტში იგეგმება, ამ დროისთვის ბუნებრივ აირს ზემო აჭარაში   11 ათასი აბონენტი მიიღებს.

     პროექტის პრეზენტაციას მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა, სხვადასხვა კონფენსიების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.