საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

 „განდაგანა - 2017“

06 ოქტომბერი

                                        

        6 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ვლადიმერ მგალობლიშვილი და ვახტანგ წულაძე, ბათუმში, ევროპის მოედანზე,  სოფლის ტურიზმის ფესტივალის - „განდაგანას“ გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.
 
    სპეციალური დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. 
ფესტივალზე, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მათთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით. 

    ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობას ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და  მუსიკალური ჯგუფები გაახალისებენ.

      ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება საწნახელში ღვინის დაწურვა იქნება, რომელიც 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ტურისტებისა და სტუმრების მიერ ერთობლივად დაწურული ღვინო ერთ-ერთ საოჯახო მარანს გადაეცემა და 2018 წლის ფესტივალზე, უკვე ეტიკეტირებული, სახალხოდ გაიხსნება და დაგემოვნდება.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი