30 სექტემბერი

           30 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ საკონფერენციო დარბაზში,  ციტრუსის მეორე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

       ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.   ციტრუსის ექსპორტის შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ  წარმოადგინა.    

      „ციტრუსის ექსპორტი 2017“-ის მიზანი ციტრუსის სარეალიზაციოდ ახალი  ბაზრების ათვისებაა.  ფორუმში იმ  9 ქვეყნის 33  მსხვილი ექსპორტიორი მონაწილეობდა, რომლებშიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასვლითი შეხვედრები ჩაატარა. 

    პოლონეთის, ბელორუსიის, ლატვიის, რუსეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენელმა იმპორტიორებმა დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები  და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.

    „ციტრუსის ფორუმი 2017“  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა.