29 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და დეპუტატი ილია ვერძაძე "AGRO BATUMI 2017"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ორგანიზატორებთან ერთად საზეიმო ლენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გაჭრეს.
საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO“ მიერ ორგანიზებულ აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა, ბათუმის ყინულის სასახლეში, სამ დღეს გაგრძელდება, თანაორგანიოზატორები კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არიან.
"AGRO BATUMI 2017"-ში მონაწილე კომპანიები ფართო მომხმარებელს გააცნობენ და რეკლამირებას გაუწევენ საკუთარ პროდუქციას. ბიზნესმენებს საშუალება მიეცემათ ახალი კონტაქტების დაამყარონ და ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმონ.