საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი

                               

        27 სექტემბერს,   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე,   ბათუმის თვითმმართველობისა და  საზოგადოებრიობის წარმომადგენლები,   გმირთა ხეივანში, ჟიული შარტავას მემორიალთან  შეიკრიბნენ და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.     

     დაღუპულთა  მოსახსენებელი პარაკლისი       დეკანოზმა გრიგოლმა  გადაიხადა.

    სოხუმის დაცემის დღეს  სეპარატისტებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.           

       ქართულ - აფხაზური  კონფლიქტი  1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.        

       13 თვიანი და 13 დღიანი დაპირისპირების   შედეგად   10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,  300 ათასი კი  დღემდე დევნილია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი