აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრო.
საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი - 117 ხმით, 2 -ის წინააღმდეგ, ხოლო „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი 114 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღეს. ორივე საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.