26 სექტემბერი

                     

         ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრებიან.

       საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით განიხილება.

           გადაწყვეტილება რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 25 სექტემბრის სხდომაზე მიიღეს.