25 სექტემბერი

          25 სექტემბერს ქობულეთის მაჟორიტარმა  დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში,  გიორგი რომანაძემ,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

          2 დღის წინ განვითარებულმა მეწყერმა და ღვარცოფმა 12 საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა ჩახერგა, ექვსმა ოჯახმა კი საცხოვრებელი დატოვა.  

          აღდგენითი სამუშაოები სოფელ ქობულეთში, კონდიდსა და სამებაში    მიმდინარეობს.  

         დაზარალებულებს ახალი საცხოვრებლით დააკმაყოფილებენ თუ დაზიანებულ სახლებს შეუკეთებენ -  გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.