31 მარტი

-სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის შეხვედრა ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი ელიტარული სკოლის - „გორდას“ ხელმძღვანელთან ნინო მურვანიძესთან და ამავე სკოლის აღსაზრდელებთან.

31 მარტს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრა ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია საგანმანათლებლო ტურისათვის, რომელსაც სკოლის აღსაზრდელები 4-10 აპრილს ჩეხეთსა და ავსტრიაში გამართავენ. ტური, სახელწოდებით - „ევროპული საგანმანათლებლო სივრცე“, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის“ ხელშეწყობით იმართება, სკოლის აღსაზრდელებს კარგ შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, ასევე, მიიღონ ცოდნა ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის სფეროზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

„გორდას“ დირექტორმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს სკოლის მიღწევები გააცნო. ნინო მურვანიძემ დავით გაბაიძეს, „გორდას“ აღსაზრდელთა და პედაგოგთა ძალისხმევით განხორციელებულ სამეცნიერო პროექტებსა და ინოვაციებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე გაჩნდა საინტერესო იდეაც - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვაში, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიასთან ერთად, რეგიონის სკოლების ხელმძღვანელებიც ჩაერთვებიან.

დავით გაბაიძემ უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს, შეხვედრის დასასრულს კი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღო.