15 სექტემბერი

      15 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს, ტექნიკურ პერსონალს, მომავალი მეზღვაურების ახლობლებს მიულოცა.

          საზეიმო შეკრების მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, მოწვეული სტუმრები. სასწავლებლის რექტორის ირაკლი შარაბიძის განცხადებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოში ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის  (IMO)მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, ქართული დიპლომები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. 2016/2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული 575 ვაკანტური ადგილიდან აქ 575-ივე შეივსო.

     ამავე დღეს საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი“ დაათვალიერეს .