15 სექტემბერი

  15  სექტემბერს, აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის  თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა ბათუმის  ხელოვნების  სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სასწავლებლის  აკადემიურ  პერსონალსა  და  ადმინისტრაციას ახალი სასწავლო  წლის  დაწყება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

   საზეიმო შეკრების მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის  მოადგილე  თეონა  ბერიძე, ბათუმის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ხელოვნების  სასწავლო  უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი  ერმილე  მესხია.

   პირველკურსელებს გადაეცათ უნივერსიტეტის  სასაჩუქრე  პაკეტები. სასწავლო წლის დაწყება მუსიკის  ფაკულტეტის სტუდენტებმა საგანგებოდ მომზადvებული პროგრამით აღნიშნეს.