15 სექტემბერი

                                 

            15 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება  ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს. კანონმდებლებმა აქვე მოინახულეს ინკლუზიური სწავლების ჯგუფიც, გაესაუბრნენ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.

        მე-7 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 32 ბავშვია, რომელთაგან 10 ე.წ. კლას-კომპლექსშია გადანაწილებული, დანარჩენები კი, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა კლასში შესაბამის განათლებას მიიღებენ.

          აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების სწავლებას დაქვემდებარებული 10 ბავშვი ბათუმის განათლების განვითარების ცენტრსა (ხელმძღვანელი მაია ქათამაძე) და დღის ცენტრ „თანაში“ (ხელმძღვანელი ნანა საყვარელიძე) გადანაწილდებიან.