12 სექტემბერი

                    

         12 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მეხუთე საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. ინგლისურენოვანი საზაფხული სკოლა სახელწოდებით - „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

        დავით გაბაიძემ სტუდენტებს აჭარის სტატუსზე,  უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, მის ძირითად პრინციპებზე, უფლებამოსილებებზე, შიდა სახელმწიფოებრივი და ევროპული სამართლის ურთიერთგავლენაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.

         საზაფხულო სკოლის პროექტში ჩართულია 6 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 22 სტუდენტი. მათ ლექციებს უკითხავდნენ ავსტრიის, ლიტვისა და უკრაინის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, ცნობილი ექსპერტები.

          გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.