საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დეპუტატები საერთაშორისო ტურნირს დაესწრნენ  

08 სექტემბერი

  

        8 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო ჩხეტია და ვახტანგ წულაძე,   ბათუმის ქვიშის ფეხბურთის განახლებულ სტადიონზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტერნოპოლის გუნდებს შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.

     გაერთე ბათუმში ზღვისპირა სპორტით! - ამ სლოგანით  საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში, 6 სექტემბერს დაიწყო და 9 სექტემბერს დასრულდება. მასში  საქართველოს, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთისა და თურქეთის გუნდები მონაწილეობენ.

      ბსუ-სა და ტერნოპოლს შორის გამართული შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი