07 სექტემბერი

       

         6 სექტემებრს,  გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის წევრები ფონდ „Hoffnungstaler Stiftung Lobetal-ის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

      მასპინძელმა მხარემ სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა . საუბარი შეეხო პროფესიული განათლებისა და ახალგაზრდობის დასაქმების საკითხებს, სამედიცინო პროგრამებს, შშმ პირებსა და ხანდაზმულთა ზრუნვის მეთოდებს, ამ მხრივ  განხორციელებულ ღონისძიებებს, რომლებიც აპრობირებულია ფონდის მიერ და ეფექტურობითაც გამოირჩევა.

    შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, გაცვალეს საჩუქრები და  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

        ამავე დღეს აჭარის დელეგაციას, უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლადო ჭანტურიამ უმასპინძლა.