31 მარტი

ბათუმში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მსჯელობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია 31 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა. „ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა“ - ამ სახელწოდების კონფერენცია, რომელშიც აჭარის, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებისა და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.