02 სექტემბერი

 

         2 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის, მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პარატაძესთან და ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან ერთად, ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ, საპატიო ბათუმელების დაჯილდოებასა და ანსამბლ ბათუმის ვარსკვლავის გახსნას დაესწრნენ.

      წელს ბათუმის საპატიო ბათუმელის წოდება ავთანდილ კაკაბაძეს, მამული ჟღენტს, იზოლდა ფოფხაძესა და ჯუმბერ უნგიაძეს მიანიჭეს, რომლებსაც  ჯილდოები დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ და გიორგი ერმაკოვმა გადასცეს.

       დღესვე,   საზაფხულო თეატრის წინ,  ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმს“ ვარსკვლავი გაუხსნეს.  ანსამბლის ხელმძღვანელებს, მუსიკოსებს და მსახიობებს კი დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.  

      ღონისძიება „ბათუმობა-2017“-ის ფარგლებში ჩატარდა.