02 სექტემბერი

    2 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ლორეს ოლქის დელეგაციას უმასპინძლა.

    ლორეს რეგიონის 10-კაციანი დელეგაცია, რეგიონის გუბერნატორის არტურ ნალბანდიანის მეთაურობით, აჭარაში ქალაქ ბათუმის მერიის მოწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქალაქების - ვანაძორის, ალავერდის, ახტალას მერები მამიკონ ასლანიანი, კარენ პარემუზიანი, აიკაზ ხაჩიკიანი, რეგიონის ადმინისტრაციის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

   გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის კონსული ქალაქ ბათუმში ეღიშე სარქისიანი. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ მეზობელ ქვეყანასა და მათი ცალკეული რეგიონების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს, განიხილეს კონკრეტული მიმართულებებით განსახორცილებელი ღონისძიებები.

   შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადეს გულითადი მიღებისათვის, გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.