02 სექტემბერი

       2 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დეპუტატები: ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე, დავით თედორაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, პეტრე ზამბახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის   თვითმმართველობისა და  ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ბათუმობის დღესასწაულს დაესწრნენ.

     ღონისძიებების ფარგლებში  „პალმა აპარტამენტში“ ქალაქ ბათუმისა და პოლონეთის ქალაქ ნისას მერებმა ორი ქალაქის დამეგობრების  მემორანდუმი გააფორმეს, რის შემდგომ შემდგომ  ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა  საფლავებთან გადაინაცვლეს და  მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

     ზეიმის ძირითადი ლოკაცია წელსაც მემედ აბაშიძის ქუჩაა. ღონისძიების მონაწილეებმა, სასულე ორკესტრის თანხლებით,  სხვადასხვა ფერის გირლიანდებით გადახურულ ქუჩაზე  გაისეირნეს და ბათუმობის აღმნიშვნელ თაღთან ლენტი გაჭრეს, რითაც ზეიმი ოფიციალურად გაიხსნა.

     ბათუმობა წელსაც ორდღიანია. ქუჩებში მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების  გამოფენა-გაყიდვა, ფოტო სტენდები, სხვადასხვა   ინსტალაციები, ბავშვებისთვის გამართულია გასართობი ატრაქციონები. ევროპის მოედანზე იმართება ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი. გაიხსნება ქორეოგრაფილი ანსამბლი „ბათუმის“ ვარსკვლავი. 

     ბათუმობა-2017 3 სექტემბერს გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.