01 სექტემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, 1 სექტემბერს, ბათუმში გამართულ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო.

   სხდომას, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გახსნა, ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრების მოადგილეები - ქეთი ნატრიაშვილი, ლია გიგაური, მანანა ბერიკაშვილი, ლევან ხარატიშვილი, გიორგი ბაქრაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები მერაბ კარანაძე, დავით თედორაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.

   მნიშვნელოვანია, რომ სხდომაზე წარმოდგენილია საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. თანამშრომლობის ამგვარი ფორმატი ნათლად მეტყველებს ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ და ჰარმონიზებულ ძალისხმევაზე ეფექტური მმართველობის და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა. მან კომიტეტს წევრებსა და სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტის სფეროს განვითარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე