საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა შანხაის სამედიცინო ინსტიტუტის წარმომადგენელთან

31 აგვისტო

        

       31 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე  ჩინური მედიცინის შანხაის ინსტიტუტის წარმომადგენელს ვახტანგ ბალაშოვსა და ბათუმის ონკოლოგიური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელს მემედ ჯინჭარაძეს შეხვდა.

     საუბარი შეეხო ტრადიციული ჩინური მედიცინის მეშვეობით ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ცერემბლარული დამბლა და ორთოპედიული პათოლოგიები. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში, აჭარაში მუშაობს სახელმწიფო პროგრამები ამ მიმართულებით და ჩვენი სურვილია შანხაის ინსტიტუტის გამოცდილება ფართოდ დავნერგოთ ამ რეგიონში“-განაცხადა ვახტანგ ბალაშოვმა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე მზადაა განახორციელოს სოლიდური ინვესტიცია რეგიონში  შესაბამისი პროფილის კლინიკის მოსაწყობად.

     ნუგზარ სურმანიძის განცხადებით წინადადება შთამბეჭდავია,  დასაბუთებული მომართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კი რეგიონის ხელისუფლება შემოთავაზებას მხარს დაუჭერს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი