29 აგვისტო

            აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ტბეთელებს ტრადიციული დღესასწაული - „ტბეთობა“ მიულოცა. სახალხო ზეიმი, რომელიც ადგილობრივებმა და სოფლიდან წასულმა ტბეთელებმა დაამკვირდეს, 28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაიმართა.

          ზეიმი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა, რომლებშიც ადგილობრივი შემსრულებლები და შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, აქვე ჩატარდა ნათლობა და იკურთხა გასულ წელს სოფელში აღმართული ჯვარი, „საპატიო ტბეთელის“ წოდება წელს ოთხ თანასოფლელს მიანიჭეს.

              ტრადიციული დღესასწაული ადგილობრივებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ხვიჩა შარაშიძემ, გიორგი მანველიძემ, ვახტანგ წულაძემ და შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ მიულოცეს.