28 აგვისტო

        28 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხვიჩა შარაშიძემ და გიორგი მანველიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.  

      ამჟამად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორექეთი-გომარდულის საავტომობილო გზის 4,4 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო გაბიონები, გზის გასწვრივ ჩაისვა ლითონის მილები და  ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად  მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. 1500 მეტრიან მონაკვეთზე გზის საფარის დაგება 15 სექტემბრამდე დასრულდება.