24 აგვისტო

      24 აგვისტოს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

     მოისმინეს, დღის წესრიგით გათვალისწინებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის II კვარტალის შესრულების მიმოხილვა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

    მინისტრის განცხადებით,  სამომავლოდ, ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას, ყველა შენიშვნა და წინადადება  გათვალისწინებული იქნება.

    კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.