31 მარტი

31 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ წარმოადგინა საგანმანათლებლო

დაწესებულებების,ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობის პირველი კვარტალის შედეგები.

როგორც ითქვა, მიზნობრივი პროგრამის წლიური ბიუჯეტია 6 მილიონ 478 ათას 680 ლარი,რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეპროგრამას. კერძოდ, ქვეპროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ბიუჯეტია 5 მილიონ 324 ათას 780 ლარი.

მიმდინარე წელს აშენდება ორი საჯარო სკოლა,გარდა ამისა დაიწყება სამი ახალი სკოლის მშენებლობა,რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 21 საჯარო სკოლას,მათ შორის სამს ბათუმში,რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა და სხდომაზე ეს განსაკუთრებით აღინიშნა.

ვინაიდან არსებული სკოლების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს კონტინგენტის მოთხოვნებს, 2018 წლის ბიუჯეტში,მინისტრის მოადგილის თქმით, სავარაუდოდ ბათუმში ახალი სკოლის მშენებლობსაც გაითვალისწინებენ,თუ მთავრობისგან იქნება სათანადო მხარდაჭერა.კომისიის წევრებმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე აღინიშნა,რომ,ზოგადად, პირველი კვარტალი აქტივობის თვალსაზრისით პასიური პერიოდია რიგი გარემოებების გამო,ამიტომ მეორე და მესამე კვარტალი მიზნობრივი პროგრამის განხორციელებისთვის უფრო აქტიური იქნება და ყველა გაწეული საქმიანობის შესახებ კომისიას ყველა თვის ბოლოს ეცნობება.

კომისიამ ცნობად მიიღო სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში და დადებითად შეაფასა გაწეული საქმიანობა.