21 აგვისტო

        ქობულეთს ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტურმო შეემატება. 21 აგვისტოს, აღმაშენებლის ქუჩაზე,  სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი და საზეიმო ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წევრები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

        ახალი სასტუმროს მშენებლობაში კომპანია  „Crystal Building-ი“ 200 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს. კომპლექსი 220-ნომრიანი იქნება, აქვე განთავსდება გასართობი და კვების ობიექტები,  300 კაცზე გათვალისწინებული საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპაცენტრები, ღია და დახურული აუზები, სამორინე, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, სხვადასხვა სახის რეკრეაციული დანიშნულების ნაგებობები და ა.შ.

           ახალი სასტუმროს მშენებლობაზე 400 ადამიანი დასაქმდება.