20 აგვისტო

       20 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმისა და ხელვაჩაურის  მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში - მუხრან ვახტანგაძე და ილია ნაკაშიძე,   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო ჩხეტია და ელგუჯა ბაგრატიონი,  აჭარის მთავრობის წევრები  და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სახალხო დღესასწაულ "კოლხობას" დაესწრნენ.

       39-ე კოლხობაც  ტრადიციულად, სოფელ სარფში, ზღვის სანაპიროზე ჩატარდა. კონცერტში ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლები „ათძალი“, „კოლხეთი“ და „კოლხა“, მოწვეული მომღერლები გია ნიკოლაძე, ტატო გაბელია, ანსამბლი „ოდოია“ და  ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.

      აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს. დავით გაბაიძემ ადგილობრივებთან ერთად დღესასწაული თურქეთში მცხოვრებ ლაზებსა და ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც მიულოცა. გაიხსენა ცნობილი ლაზი ხელოვანების შემოქმედება  და  მათი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში.

       სანაპიროზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და  ფოტოგამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ლაზური სამზარეულო.