18 აგვისტო

 

 

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი  ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე, ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი,  აჭარის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების  წარმომადგენლები 18 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“  ქართული სიგარისა და ღვინის საპრეზენტაციო-სავაჭრო სივრცის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

       ახლად გახსნილ სივრცეში „მარდი ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიებმა - შპს „იმერმა“ და თურმანიძის „მარანმა“ მათ მიერ წარმოებული 29 დასახელების სიგარა, სიგარილა, გასახვევი თამბაქო და  ქვევრში დამზადებული ქედის ჩხავერის, ცოლიკოურის, ასევე „უზადოს“ საფირმო ნიშნის მქონე ღვინოები წარმოადგინეს.

         ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ახალი სივრცე  ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის სიგარის წარმოების ტექნოლოგიებისა და მათი დამზადების გაცნობის კარგი საშუალებაა ადგილზევე იხილონ, ამასთან, სტუმრები ადგილზევე  შეეძლებენ თავად დაამზადონ საკუთარი სიგარები, ყოველდღიურად უფასოდ დააგემოვნონ ქართული ღვინო.

          აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა შეფასებით, ახალი სავაჭრო სივრცე ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციასა და მის შემდგომ განვითარებაზეა ორიენტირებული.