18 აგვისტოს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ახალაშენებულ „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საცხოვრებელი ბინები გადასცა. ეკომიგრანტებს, მასთან ერთად, ახალმოსახლეობა მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - გიორგი რომანაძემ და ვახტანგ წულაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - ფატი ხალვაშმა და კობა ნაკაიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრებმა - რამაზ ბოლქვაძემ და ზაალ მიქელაძემ.
10-სართულიანი სახლის მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდა. მშენებლობაზე, რომელიც 2015 წელს დაიწყო, 400 ადამიანი დასაქმდა, შენობაში მოეწყო წყლის, გათბობისა და ელექტროსისტემები.
ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები ახალ „სოციალურ სახლში“ შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით გადაეცათ.