18 აგვისტო

                 

        18 აგვისტოს, ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე, ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და ბათუმის საკრებულოში - მუხრან ვახტანგაძე და ლაშა სირაბიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ.

        საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს აჭარის მთავრობის პოზიცია გააცნეს  და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს დაზარალებულთა პრობლემების სრულად მოგვარებისთვის.